08 ოქტომბერი, 2019
რატომ ვერ იმღერა ნანი ბრეგვაძემ "თბილისობის" კონცერტზე
ორი დღის წინ, დედაქალაქმა კიდევ ერთი „თბილისობა“ იზეიმა, მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება გამორჩეული მუსიკალური ნომრებით იყო დაკომპლექტებული და თეატრალიზებული სახე ჰქონდა.

თბილისობა ცოცხალი ლეგენდის ნანი ბრეგვაძის გარეშე წარმოუდგენელია, მომღერალს წლევანდელ კონცერტზე მონაწილეობა არ მიუღია და მის მაგივრად მაყურებლის წინაშე, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე წარსდგა. მან გიორგი სუხიტაშვილთან ერთად „მუხამბაზი“ იმღერა.

რატომ არ მიიღო „თბილისობის“ დღესასწაულზე მონაწილეობა ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ, ამის გასარკვევად „რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა.

- ქალბატონო ნანი, რატომ არ მიიღეთ „თბილისობის“ კონცერტზე მონაწილეობა?

- მიწვეული
ვიყავი კონცერტზე, მაგრამ 21 სექტემბერს კიბეზე დავეცი, ტრავმა მივიღე და ამიტომაც ვერ მოვახერხე კონცერტზე გამოსვლა. წინანდალში მივდიოდით და სწორედ ამ დროს დავეცი, არც დავბრუნებულვარ სახლში, წავედით წინანდალში, იქ გამისივდა და ამტკივდა ფეხი. იქვე დამადეს რაღაცეები.

როდესაც სახლში დავბრუნდით, მას შემდეგ გარეთ მხოლოდ ერთხელ გავედი, გია ყანჩელის პანაშვიდზე. არ შემეძლო, მაგრამ სახლში რა გამაჩერებდა?!

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- ახლაც დადის ექიმი და ვმკურნალობ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS