სალომე ჭაჭუა ყველაზე პოპულარული ქართველი მოცეკვავეა, რომლის სახელსაც ქვეყნის გარეთაც იცნობენ. ის ფართო საზოგადოებამ საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გაიცნო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოცეკვავე ცოტა ხანში საქართველოს დროებით დატოვებს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავა. უფრო დეტალურად ამის შესახებ სალომე Ambebi.ge-ს ესაუბრა.
- სალომე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტოვებთ, რას უკავშირდება თქვენი ქვეყნიდან წასვლა?
- საქართველოდან ცოტა ხანი
- როგორ დაგიკავშირდნენ?
- ბრიტანელები მუშაობენ ლიბანში "ცეკვავენ ვარსკვლავებზე", მათთან ადრე მქონდა გაგზავნილი სივი, შემდეგ დარენ ბენეტი იყო ჩამოსული ჩვენთან და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში იჯდა და სწორედ მათი მეშვეობით მოვხვდი ლიბანში. მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება და ეს ძალიან მახარებს. ისევე როგორც ჩვენი პროექტი, ბეირუთის სატელევიზიო შოუც საუკეთესო "ცეკვავენ ვარსკვლავების" სიაში შედის.
გადაწყვეტილი აქვთ, მეხუთე სეზონი საუკეთესო და განსაკუთრებული იყოს. გაგრძელება