მოდელმა და ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლემ, ნინი ნებიერიძემ დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნა. მან ოჯახის წევრები და ახლობლების წრე შეკრიბა. სოციალურ ქსელში კი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შვილთან და მეუღლესთან ერთად პოზირებს.
ნინი ნებიერიძემ ასევე მეგობრებს გაუზიარა, თუ როგორი იყო მისი დაბადების დღის ტორტის დიზაინი. ტორტზე აწერია შემდეგი სიტყვები: „დაითვალე შენი ორგაზმების რაოდენობა და არა კალორიები“.