04 ოქტომბერი, 2019
ქართველი ექიმები ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიწვიეს
ქართველები წარმატებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო მეტად აღწევენ. მსოფლიოში აღიარებული ქართველი ექიმები, ალბინა ქაჯაია და გიორგი სულამანიძე ამჯერად ამერიკაში მიიწვიეს.

ქართველმა ექიმებმა, რომლებიც სილამაზისა და ესთეტიკის საერთაშორისო ბაზარზე სტანდარტებს წლებია ნერგავენ, ამერიკული ესთეტიკური და ჯანმრთელობის აკადემიის მიწვევით, ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს.

harvawrd medical school-ზე მოწვეული იყვნენ პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლები ბრაზილიიდან და ამერიკიდან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ გიორგი სულამანიძე გახლავთ მსოფლიოში აპტოს ძაფების გამომგონებელი, რომელმაც თანამდროვე სილამაზის ესთეტიკურ ბაზარზე რევოლუცია მოახდინა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS