„დღეს ეკა ჩხეიძე იყო ჩვენთან მოსული, ჩავერთეთ მის საქმეში, რომელიც პირწმინდად გადაკიდებაა და რატომღაც ქორწინების იძულების მუხლით მიდის. არადა 5 წელია ადამიანი ადევნებული ჰყავს და ბოლო დროს აგრესიულ მუქარებსა და ტერორზე გადავიდა.
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, მოვიფიქრეთ, რომ თუ სამაჯურს გაუკეთებდნენ მოძალადეს, ეკა უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს.
ამ ჩვენი შესანიშნავი იდეით მივმართეთ შსს-ს, მაგრამ
პ.ს. სამაჯურების გარკვევის თემას ბოლომდე მივყვები, აქამდე, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებები ნანახი მქონდა, მეგონა, ძალაშიც იყო და რახანც მელიას შეაბეს, ვფიქრობდი, მოძალადეებისთვისაც გამოვიყენებდით, მაგრამ ნურას უკაცრავად!
სერიიდან: ბიძინას ბოსტნის ამბები“, – წერს ბაია პატარაია.