კომისიის წევრმა აღნიშნული გადაწყვეტილება "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო.
"მაუწყებლობის შესახებ კანონის" მე-11 მუხლის მიხედვით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი ექმნება, თუ მისი ოჯახის წევრი კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ რომელიმე კომპანიაში ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა. გიორგი ფრუიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება, სწორედ კანონის დაცვის მიზნით მიიღო.
გიორგი ფრუიძე საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად 2015 წელს 6 წლის ვადით აირჩია.
აღნიშნული ინფორმაცია "პიას" კომუნიკაციების კომისიაში დაუდასტურეს.