- მარკუს, რატომ გადაწყვიტე, რომ შენს ოქროს იუბილეს კლუბში შეხვედროდი?
- ჩემს დაბადების დღეს შევხვდი ჩემს ოჯახში, მერე ვიყავი ჩემს სამეგობრო წრეში, ვიყავი საქმიან შეხვედრაზე და ბოლოს მოვედი კლუბში. ჩემი უახლოესი მეგობრის თხოვნით. ის კლუბის მენეჯერია და მთხოვა მის გვერდით ვყოფილიყავი. როცა ჩემს
- დღეს ყველაზე მაგარი რა საჩუქარი მიიღე?
- საჩუქრებით ყოველთვის განებივრებული ვარ. მივიღე სუნამოები, ტანსაცმელი, სათვალეები, ქუდები, სამაჯური. ყველაფერი ის, რასაც მე ყოველდღიურად ვხმარობ.
- როგორც ვიცი, გყავს საყვარელი ადამიანი. რატომ არაა დღეს შენს გვერდით?
- როცა საყვარელ ადამიანზე მეკითხებიან, ვცდილობ, რომ ჩაკეტილი ვიყო და ბევრი არ ველაპარაკო. ის ამ შემთხვევაში დაცულია საზოგადოებისგან. ამიტომაც არაა დღეს ჩემს გვერდით.
- ანუ შენი რჩეული ცნობილი ადამიანია?
- საკმაოდ ცნობილია.
- საკუთარ დაბადების დღეზე ფხიზელი ხარ?
- ყოველთვის ვცდილობ, ფხიზელი ვიყო. ეს ცხოვრება იმდენად ლამაზია, იმდენად პატარა და ლიმიტირებულია, მინდა, მას სულ ფხიზელი თვალით ვუყურო. მათ შორის საკუთარ დაბადების დღეზეც.
- როგორია, შენი საოცნებო დაბადების დღე?
- საოცნებო დაბადების დღე მქონდა წელს. ერთი კვირით ადრე ვიყავი ბრიუსელში და პრაღაში. შემოვიარე ევროპა. ძალიან მაგარი შოფინგი ჩავატარე და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო ჩემი საოცნებო დაბადების დღე. გაჯერებული და გაჟღენთილი შოფინგით.
- სამწუხაროდ ცნობილი სკანდალებით ხარ. შემოქმედებით სიახლეს არ შემოგვთავაზებ?
- ჩავწერე ახალი სიმღერა, რომელსაც „პროფილში“ ნახავთ. უკვე გადაღებულია შოუს ელემენტებით და აპრილში გავა ეთერში. დავამთავრე ალბომის გაკეთება. სექტემბრის დასაწყისში გამოვა პირველი ალბომი. მაქვს გასტროლები კვიპროსში და ამერიკაში. ვმუშაობ ახალ ვიდეო კლიპზე. მეტი რაღა გავაკეთო?
მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთთვის




















