02 ოქტომბერი, 2019
"ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე, სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას" - რა საიდუმლო გაუმჟღავნა გია ყანჩელს ნანუკა ჟორჟოლიანმა
დღეს დილით მსოფლიომ უდიდესი გენიოსი - გია ყანჩელი დაკარგა. მუსიკოსი 84 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მაესტროს გარდაცვალებას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც სოციალურ ქსელში გია ყანჩელის აქამდე უცნობი ისტორია გამოაქვეყნა.

"ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე.

მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე
ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS