როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხეიძემ განუცხადა, მან ბრალდებული მამაკაცი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინა. მსახიობის განმარტებითვე, ის აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან ბრალდებულის ოჯახის წევრები ეცოდება.
"ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო", - განაცხადა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით
როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.
პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.