01 ოქტომბერი, 2019
"ათასჯერ გავაფრთხილე... სროლა უკვე კულმინაცია იყო" - ეკა ჩხეიძე მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცზე
სრო­ლა უკვე კულ­მი­ნა­ცია იყო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე მის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით 56 წლის მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბას.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჩხე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მან ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. მსა­ხი­ო­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ის აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეცო­დე­ბა.

"ათას­ჯერ გა­ვაფრ­თხი­ლე, იცო­დე, გი­ჩივ­ლებ, გა­ჩერ­დი, და­წყნარ­დი, ნუ მო­დი­ხარ, ნუ მე­ლო­დე­ბი სა­დარ­ბა­ზოს­თან-მეთ­ქი და ბო­ლოს, მა­ი­ძუ­ლა ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. სრო­ლა უკვე კულ­მი­ნა­ცია იყო", - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით
სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 56 წლის მა­მა­კა­ცი 28 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღი­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი 2 წე­ლია, რაც მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძეს იც­ნობს და მას პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობ­და სახ­ლთან, სამ­სა­ხურ­თან და სთხოვ­და ქორ­წი­ნე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, ემუქ­რე­ბო­და, რომ თავს მო­იკ­ლავ­და.

პრო­კუ­რორ ანა მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა 28 სექ­ტემ­ბერს, დღის სა­ა­თებ­ში, ეკა ჩხე­ი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა, რის შემ­დე­გაც ჩხე­ი­ძემ 112-ში და­რე­კა, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი მას თვით­მკვლე­ლო­ბით ემუქ­რე­ბო­და.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS