როგორც სერიალის პროდუსერმა, ირაკლი საღინაძემ გასულ კვირას „რეიტინგს“ განუცხადა, ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, სერიალის გადაღებები განახლდებოდა და სწორედ ამის შემდეგ გახდებოდა ცნობილი, როდის დაიწყებოდა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი.
როგორც ჩანს, ტექნიკური პრობლემები მოგვარდა, სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა სერიალის პრომოები და ფოტოები გადასაღები მოედნიდან.
როგორც იცით, ახალ სეზონზე სერიალს მსახიობი ქეთი ხუციშვილი გამოეთიშა. ლუნას პერსონაჟს, „ჩცდ“-ში ვეღარ ვიხილავთ, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მან „კომედი გრუპთან“
ქეთი ხუციშვილის მსგავსად, სერიალს კიდევ ორი მსახიობი შოთიკო ნოზაძე და ზურა ნიჟარაძე გამოეთიშა.
ხაშურელი თენგოის და მერაბ დარჩიას ახალი პერსონაჟები უკვე „კომედი შოუს“ ანონსში გამოჩნდნენ.
„რეიტინგი“ შეეცადა მათთან დაკავშირებას, თუმცა, შოთიკო ნოზაძემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ზურა ნიჟარაძეს, ის ამბობს, რომ სავარაუდოდ, სერიალში აღარ იქნება, რაც შეეხება მისი და "კომედი შოუს" თანამშრომლობას, ამაზე მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს.
სერიალის ახალი სეზონი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.