მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების რეიტინგი – BoF 500 – businessoffashion.com-მა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოდან სოფო ჭყონია მოხვდა.
გერმანიაში, ამერიკასა და საფრანგეთში მიღებული განათლებით, მას თავდაპირველად რეჟისორობა სურდა, თუმცა, მოგვიანებით, მოდის სამყაროში აღმოჩნდა. სწორედ სოფოს სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ქართველი ნიჭიერი დიზაინერის აღმოჩენა.