29 მარტი, 2014
ანი სირაძეს ახალ კლიპზე ცუდი გამოხმაურება არ ადარდებს
„ფეისბუქი“ არ მაქვს. „იუთუბზე“ კი ბევრი ცუდი კომენტარი არ მინახავს. ერთმა დაწერა ოცლარიანიაო ანი სირაძის სიმღერის „მხოლოდ სიზმარის“ პრემიერა რამდენიმე კვირის წინ „ნანუკას შოუში“ შედგა. ისევე როგორც ყველა ახალ ნამუშევარს, არც ანის სიმღერას დაკლებია კრიტიკული შეფასებები. თუმცა როგორც ანიმ გვითხრა, „ჯეოსტარის“ შემდეგ კრიტიკაზე საერთოდ აღარ აქვს რეაქცია.

- ანი, რა ხდება შენს შემოქმედებაში?
- მას შემდეგ რაც ჩემი კლიპის პრემიერა შედგა „ნანუკას შოუში“, დავიწყე ახალ სიმღერაზე მუშაობა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის დაწერა მარი ლიკლიკაძემ. სიმღერა ინგლისურენოვანი
იქნება.
- სოციალურ ქსელში შენს ბოლო ნამუშევარს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა...
- „ფეისბუქი“ არ მაქვს. „იუთუბზე“ კი ბევრი ცუდი კომენტარი არ მინახავს. ერთმა დაწერა ოცლარიანიაო. რეგიზე გადაღებულ კლიპზე რომ მაგას დაწერ, რა კომენტარი უნდა გააკეთო, არც ვიცი. მეორემ დაწერა, ვისთვის იღებ კლიპსო. ის ადამიანი, ვინც ეს დაწერა, თვითონაც მღერის და თვითონ რატომ მღერის ეს კითხვა მაქვს მასთან. მის სახელს და გვარს არ დავასახელებ, არ დავაპიარებ. რა თქმა უნდა, როცა რაღაცას აკეთებ, ცუდი კომენტარი ყოველთვის იქნება. ამაში გასაკვირი არაფერია. ვიღაცას მოეწონება შენი ნამუშევარი, ვიღაცას - არა.
- კარგია, რომ ცუდი კომენტარების გამო არ ნერვიულობ.
- „ჯეოსტარის“ შემდეგ ჩემზე აღარაფერი არ მოქმედებს.
- ასეთი რომ გახდი, აშკარად მარინა ბერიძის „დამსახურებაა“?
- მარინა ბერიძის გარდა ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მლანძღავდა და მას შემდეგ ჩემზე უარყოფითი კომენტარი არ მოქმედებს. ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათგან მივიღე დადებითი შეფასება. ვიღაც უცნობი თუ გააკეთებს კომენტარს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაპატიოს ყველამ.
- ამ კლიპისთვის გახდი ქერა?
- „ჯეოსტარის“ შემდეგ სულ ქერა ვარ. მხოლოდ ერთი პერიოდი შევიღებე შავად „თბილისსზე“ რომ გადავიღე კლიპი.
- ასეთი იმიჯით კიდევ დიდხანს იქნები?
- ქერა დავიბადე. უბრალოდ ახლა რამდენიმე ტონით უფრო ქერა ვარ. ასე უფრო მომწონს ჩემი თავი.

მერი კობიაშვილი
სპეიციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მანანა კეკუა
ძალიან მაგარი ბებიის შვილიშვილია. გაიხარე ჩემო კარგო და ბევრ წარმატებებს გისურვებ. კარგი გოგო ხარ
01:51 / 01-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ინკუბუს
ბებიის წინ მორბენალ კვიცს ან მარინა ბერიძე შეჭამს ან კიდე რავი ვინმეოოო...
17:04 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
არსენა
ძალიან ლამაზი გოგოა ღმერთმა ამრავლოს ასეთნი ულამაზესნი
15:34 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშააა
ლამაზი გოგოა
02:34 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
juli
მე მომეწონა ამ გოგოს კლიპი
02:33 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ზაან სასაცილოდ ჟღერს ქარტველი კომპოზიტორები სიმრერებს ინგლსრად წერენ და ესენი მღერიან, ვიტომ ქარტული არ გეკადრებატ, ერტი ინგისლებიც ტუ მასე იქცევიან, ღამურას ვარიანტი ხართ
12:48 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ანი კარგი რომ ხარ შენი იმიტომ შურთ მე და ჩემ გოგოს ძალიან გვიყვარხარ.
20:22 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კატაპულტი
ანი,ძალიან საყვარელი ხარ, ლამაზი, მიმზიდველი, სექსუალური. რა გასაკვირია, რომ ბევრი მტერი გყავს. განსაკუთრებით ისევ გოგონები გებრძვიან-გრძნობენ რა შენს უდავო უპირატესობას-თეთრი თუ შავი შურით აღვსილები. მიხარია, რომ ღირსეულად გიჭირავს ეგ ლამაზი თავი.
16:33 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS