29 მარტი, 2014
„ეტალონში“ ახმეტის წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილებას
ვინ გავიდა ფინალში და რომელმა ახმეტელმა მოსწავლემ მოიპოვა საბოლოო გამარჯვება, ამას 29 მარტს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველ არხზე“ 19:00 სთ-ზე დაიწყება. მარტის ბოლო გადაცემა „ეტალონში“ ახმეტის რაიონის სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს მიეძღვნებათ. გადაცემა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სრული მხარდაჭერით მომზადდა, მონაწილეების შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული გამგებელი ბექა ბაიდაური.
მონაწილეთა, სტუდიაში მყოფთა და მაყურებელთა განწყობის შესაქმნელად ახმეტიდან სპეციალურად ჩამოსულმა ანსამბლმა „ბახტრიონმა“ გარე კახური სატრფიალო შეასრულა.

გადაცემას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ელიტა
გაველე, რომელმაც ნახევარფინალისტებს რამდენიმე კითხვა ქართულად დაუსვა და გამარჯვებულისთვის სპეციალური საჩუქრებიც მოამზადა.

ფინალისტებს კითხვები წამყვანთან ერთად „ეტალონის“ გულშემატკივარმა და მეგობარმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დაუსვა. მან „ეტალონის“ წამყვანსა და გამარჯვებულს სამინისტროს სახელით „ქართული სპორტის ოქროს წიგნი“ გადასცა.

ვინ გავიდა ფინალში და რომელმა ახმეტელმა მოსწავლემ მოიპოვა საბოლოო გამარჯვება, ამას 29 მარტს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველ არხზე“ 19:00 სთ-ზე დაიწყება.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS