25 სექტემბერი, 2019
იდეალური არავინაა, შეცდომები ყველას მოსდის - ჯაბა კილაძე პრეზიდენტის შეწყალებებზე
იდეალური არავინ არაა, შეცდომები ყველას მოსდის, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს იმის კეთება, რაც დღეს ხდება, - ასე აფასებს მსახიობი ჯაბა კილაძე სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებს, რომელიც პრეზიდენტის მხარდასაჭერ ერთ-ერთ კლიპშიც მონაწილეობს. როგორც კილაძე აცხადებს, ის ჯერ-ჯერობით პროცესებს აკვირდება და დასკვნებს მოგვიანებით, ყველაფრის გარკვევის შემდეგ გამოიტანს.

„ვცდილობ, არ ავყვე ცხელ მოვლენებზე ემოციებს. თუმცა, ერთი მხრივ ამ შეწყალების ფაქტებზე დიდი ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ მეორე მხრივ, არ მესმის, მიხაილოს გათავისუფლებას ითხოვს ამდენი ხანია საზოგადოება და არაფერი, არანაირი რეაქცია.
მკვეთრი რეაქციებისგან ამ ეპატზე თავს შევიკავებ. ისედაც ისეთი დაძაბულია ყველაფერი, დიდი პრობლემების წინაშე ვართ. პოლიტიკოსების დისკრიმინაციას ვცდილობთ სულ და არაა ახლა ამის დრო. იდეალური არავინ არაა, შეცდომები ყველას მოსდის. ის ყველაფერი, რის გამოც პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს საზოგადოება აკრიტიკებს, თანამდებობის მომავალი პირებისთვის, დაუძლეველი ბარიერი უნდა გახდეს - ვერავინ ვერ უნდა გაბედოს იმის კეთება, რაც დღეს ხდება. თავის დროზე შეიძლება განსხვავებული პოზიცია მქონდა, დღეს სხვანაირად ვფიქრობ და ხვალ იმის მიხედვით ვიფიქრებ, რა იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რა მოგვიტანს სიმშვიდეს“, - ამბობს კილაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS