"ვერ გამოვა ჩემგან ლელა კაკულია. ვერც ერთხელ ვერ დავსვი სწორი პროგნოზი", - ამის შესახებ ყოფილი ტელეწამყვანი ინსტაგრამის პირად გვერდზე წერს.
"ჩემო ძვირფასო #followers სწორი კონტექსტი ესეთია ! არავის მხარდამჭერი არა ვარ და არავის არ ვაპიარებ ან ვაპრავებ. ყველამ თავის ნათქვამზე და შეცდომაზე აგოს პასუხი. არც კომპეტენტური ვარ პოლიტიკაში და ვერ ვხვდები რატომ არის საინტერესო ამ საკითხზე ჩემი აზრი. ვერ გამოვა ჩემგან ლელა კაკულია. ვერც ერთხელ ვერ დავსვი სწორი პროგნოზი ქართულ პოლიტიკაში. (კალაძის გარდა) გასაგებია ,
რომ ამ წყალწაღებულ ქვეყანაში ერთმანეთის ლანძღვა ყველაზე ტრენდული გასართობია, მე მესმის თქვენი და არ მაქვს პრობლემა, დაიცალეთ. რაც შეეხება შეკითხვებს, ცოტა უფრო კომპეტენტურ საკითხებზე დამირეკეთ, რაშიც მართლა ვერკვევი. არც ერთ არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას მომავალში და საერთოდ ვცხოვრობ ჩემი ძალიან საინტერესო და დატვირთული ცხოვრებით, ცალი თვალით ვხედავ მიმდინარე მოვლენებს და რა თქმა უნდა არ მომწონს მკვლელები გარეთ და დაუსჯელობის სინდრომი. მინდა ყველანი ვცხოვრობდეთ შემდგარ, ბედნიერ ქვეყანაში, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს. მინდა ყველას შვილები გვყავდეს ჯანმრთელი და ნერვებს არ ვხარჯავდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც არავინ ჩაგვახედებს არასდროს და მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას დავიზიანებთ ამდენი ნეგატივით. მიყვარხართ ყველანი...გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და ბედნიერებას", - წერს სიჭინავა.