23 სექტემბერი, 2019
ნუკა ყარალაშვილმა ჯვარი დაიწერა - ვინ არის მოდელის რჩეული
„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი პირადი ცხოვრების გამო ყვითელი პრესის ფურცლებზე არასდროს მოხვედრილა.
ის პოპულარული და გულახდილი რესპონდენტია, თუმცა, არასდროს უსაუბრია პირად გრძნობებზე.

ნუკა გათხოვდა, მისი რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია. როგორც ჩანს, წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, ჯვრისწერამდე ეს ამბავი დამალეს. 

ნუკა ყარალაშვილმა და ზაზა ტყეშელაშვილმა ჯვარი შიომღვიმის მონასტერში დაიწერეს, სადაც უახლოესი მეგობრები და მეჯვარეები ახლდათ.

ნუკას ჯვრისწერაზე ეცვა სადა და ორიგინალური თეთრი კაბა, რომელიც დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ შექმნა.
წყვილმა ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღნიშნა და ისინი
უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS