''ახლა უყურებ ეკა ხოფერიას გადაცემას, საშინელება, რომ საქართველოში ვერ ამარცხებენ ამ დაავადებებს ფულით დამთავრებული ბევრი ექიმები. უფრო მეტიც ბევრ ექიმს მიუძღვის წვლილი თავიანთიი უცოდინარეობით ავადმყოფობენ ხალხს. ძალიან მიხარია რომ ქალბატონ ეკა კვალიაშვილს ასე დაუდგნენ მეგობრები გვერდით და უგროვებენ თანხას საოპერაციოდ. ვუსურვებ გამოჯამრთელებას, მაგრამ მინდა ვკითხო საზოგადოებას,
გადავწყვიტეთ ქეთისთვის საკუთარი პრობლემის შესახებ გვეკითხა:
- 1979წლის 1 ივნისს ქუთაისში დავიბადე. ვიზრდებოდი თბილ და ტრადიციულ ოჯახში. 6 წლის ასაკში მოვიწამლე და ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად 6 საათი კლინიკური სიკვდილი დამემართა. რის შემდეგაც ხერხემლიდან სითხე ამიღეს. 14 წლის ასაკიდან დაავადება ნელ-ნელა შემომეპარა. თავდაპირველად ქუთაისში ვმკურნალობდი, შემდეგ თბილისში, მაგრამ უშედეგოდ. პირიქით არასაწორი მკურნალობის შედეგად თანდათან მდგომარეობა გამიუარესდა. მე-7 წელია უკვე ეტლით გადავაადგილდები.
- სტატუსში წერთ, რომ დღემდე ვერ უმტკიცებთ ექიმებს, რომ საოპერაციო ხართ, რატომ, რა ხდება?
- დიახ დღემდე ვერ გაიგეს, რომ საოპერაციო ვარ. ჩემი მონაცემები გავაგზავნე გერმანიის კლინიკაში, მაქვს დოკუმენტები წერილების სახით რომ მესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე. ქართველი ექიმები კი ამას სასტიკად უარყოფენ, რატომ არ ვიცი. მეუბნებიან, რომ გერმანელი პროფესორები ცდებიან, არ ვარ საოპერაციო და მესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაცია რისი საშუალებაც არ მაქვს, რადგან საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი არაა და საზღვარგარეთ წასვლა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
- აქამდე თუ მიგიმართავთ დახმარების თხოვნით სახელმწიფოსთვის ან ტელევიზიებისთვის, რომ თქვენი პრობლემა გაგეჟღერებინათ?
- სახელმწიფოს კი მივმართე დამხარების თხოვნით, 2011 წელს დამაფინანსა ჯანმრთელობის სამიანისტრომ და სარეაბილიტაციოდ გამიშვა უკრაინაში.Oოპერაცია რომ მესაჭიროება ამასთან დაკავშირებითაც ვთხოვე დახმარება სამინისტორს მაგრამ უარი მითხრეს. ტელევიზიისთვის დახმარება ჯერ არ მითხოვია, ეხლა გავდივარ იურიდიულ კონსულტაციას და ვგეგმავ ტელევიზიასაც ვთხოვო დახმარება.
- რა ჯდება თქვენი მკურნალობის თანხა, რომელ ქვეყანაში აკეთებენ ოპერაციას?
- ჩემი ოპერაციას აკეთებენ გერმანიის რეპუბლიკის ქალაქ მიუნხენში, ოპერაციის ღირებულებაა 37 000 ევრო.
- ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეაბილიტაციას თუ გადიხართ?
- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყოველდღიურად მაქვს პრობლემები, ჩაკეტილი მაქვს სახსრები, მიჭირს ჯდომა, საშიშროება იმისა, რომ მუდმივი ჯდომით გამიჩნდეს ნაწოლები, მაქვს ტკვილები. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ. დედაზე ვარ დამოკიდებული ის მივლის. დედაც გულით და ასთმით არის დაავადებული და უჭირს ფიზიკურად ჩემი გადაჯდომა-გადმოჯდომა ეტლზე. მე საჭიროება მუდმივი რეაბილიტაციური მკურნალობა ამაში შედის (ვარჯიში, ელქტრო ფორეზი, მასაჯი, წყალქვეშა მასაჟები) რასაც ვერ ვიკეთებ რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ქეთის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ მისწეროთ მეილზე: ან შეეხმიანოთ ''ფეისბუქზე'' Qeti Chigladze




















