როგორც თავად ამბობს, სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა და ამან მის გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
“რომ არა ის პერიოდი, შეიძლება ამ თვალით არ შემეხედა ცხოვრებისთვის.
არ ვიცი, საიდან მოვიდა, მოვიდა სიცოცხლის ჟინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორც კი ნაკერები ამხსნეს, იქვე, საავადმყოფოს დერეფანში დავიწყე სირბილი, ვარჯიში”, – ამბობს სუხიტაშვილი.