20 სექტემბერი, 2019
გიორგი სუხიტაშვილმა კიბო დაამარცხა
მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა 13 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გაიგო. საკუთარ მძიმე ისტორიას სუხიტაშვილი ყვება გადაცემაში “პირადი ექიმი”.

როგორც თავად ამბობს, სჯეროდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა და ამან მის გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

“რომ არა ის პერიოდი, შეიძლება ამ თვალით არ შემეხედა ცხოვრებისთვის.

არ ვიცი, საიდან მოვიდა, მოვიდა სიცოცხლის ჟინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორც კი ნაკერები ამხსნეს, იქვე, საავადმყოფოს დერეფანში დავიწყე სირბილი, ვარჯიში”,  – ამბობს სუხიტაშვილი.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS