ირაკლი კვირიკაძემ და ელენე მახარაშვილმა შარშან ნიუ-იორკში იქორწინეს. საქორწილო წვეულებაზე წყვილის ის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
ირაკლი კვირიკაძე ქართულმა საზოგადოებამ რეზო გიგინეიშვილის მხატვრულ ფილმში - "მძევლები" შესრულებული როლით გაიცნო. ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, არამედ ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.
ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე,
ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.
მსახიობი და მისი მეუღლე ამერიკაში ცხოვრობენ, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს.