"ჩვენი სიყვარულის გოგონა გამოცხვა. მია დავარქვით. არის თაგვისებრი ზარმაცა. ასევე არის მინდვრის თაგვი და ორცხობილა", - წერს შოუმენი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ნიკა გრიგოლიას ახალშობილი ქალიშვილის ფოტო "მთავარმა არხმაც" გაავრცელა წარწერით: "მთავარი არხის პირველი შვილი - ნიკა გრიგოლიას გოგონა შეეძინა".
მარიამ ფაღავაზე შოუმენი 7 წელია დაქორწინებულია. ნიკა გრიგოლიას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.