რომელი ცნობილი ჟურნალისტების შვილები დარჩნენ "რუსთავი 2"-ზე?
"რუსთავი 2"-ზე ახალი სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს. განახლებული გადაცემების პრომოები არხის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო, საიდანაც ირკვევა, რომ არხზე დარჩნენ ცნობილი ჟურნალისტების გიორგი სანაიას, თამარ ბაღაშვილის და ეკა მიშველაძის შვილები.
თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძე "რუსთავი 2"-ის პროდაქშენში და დილის გადაცემაში იმუშავებს, რაც შეეხება მაკო კვიტაიშვილს და სანდრო სანაიას, ისინი "დილა უქმეებზე" წამყვანები იქნებიან.