18 სექტემბერი, 2019
"მივმართავ ახალგაზრდებს, ისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ენა და მოხიეთ რაც შეიძლება უკეთეს ქვეყნებში"
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში საკმაოდ პესიმისტურ პოსტს ავრცელებს.

მარი ნაკანი წერს, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვეღარ ხედავს და აქ დაბუდებული აგრესიისგან შორს გაქცევა სურს.

ასევე, ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ ბევრი ენა ისწავლონ და სხვა ქვეყანაში წავიდნენ.

წერილს ნაკანი ბოდიშით იწყებს:

„მაპატიეთ,

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მიყვარს.

მიუხედავად იმისა რომ უკვე 16 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს პროფესიას, გავხსენი ფოტოგრაფიის სკოლა და ვცდილობ მთელი ჩემი დრო და ცოდნა ამ დარგის განვითარებას მივუძღვნა
ჩემს ქვეყანაში.

განვიცდი და ვაღიარებ რომ სურვილი გამიჩნდა წავიდე სადმე წყნარ, ჟანგბადით სავსე, ცივილურ ქვეყანაში და თავიდან დავიწყო ყველაფერი.

მირჩევნია ვისწავლო რამე ახალი, ან თუნდაც გამოვიყენო ჩემი ცოდნა და სხვაგან ვიშრომო, ქვეყანაში სადაც არ შემეშინდება გამონაბოლქვის, დაბინძურების, უხარისხო საკვების და გაუთავებელი დესტაბილიზაციის.

ქვეყანაში, სადაც ჰაერშიც კი გამჯდარია კულტურა, სადაც გიღიმიან და თავაზიანად გექცევიან.

სადაც აფასებენ ადამიანის უფლებებს და სადაც არ გიყურებენ გადიდებული მშიერი თვალებით შენივე მანქანაში, არ გაკვირდებიან როგორ გაცვია, რა გიდევს ჯიბეში და რა ორიენტაციის ხარ.

დამღალა ჩემმა ქვეყანამ.

გაქცევა მინდა.

რაც შეიძლება შორს მინდა გაქცევა, მოჭარბებული აგრესიისგან, უხეში, თავხედი პოლიციისგან, უზრდელი პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, ზარმაცებისგან, ამპარტავანი მატრაკვეცა საზოგადოებისგან, მდიდრულად ჩაცმული უწიგნური კეკელკებიგან, ლე პურში რო სხედან დღედაღამე და ლიტერატურის აზრზე რო არ არიან, გლეხებისგან რომლებმაც მიატოვეს თავიანთი უხვი მიწა, მოახტნენ შავ ჯიპებს და თავი დიდი კაცები გონიათ, დამღალა ჩემმა საყვარელმა უპატრონო საქართველომ თავისი მუდმივი ლუზერობით, ტრაკის ფხანით და წუწუნით.

მუდმივად რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში მყოფმა ერმა.

ნარკომანმა ლუარსაბებმა, მათში პათოლოგიურად შეყვარებულმა არაჯანსაღმა დედებმა და დედამთილებმა, რომლებიც სულ მზად არიან აკრიტიკონ და იჭორაონ რძლებზე.

დამღალეს მაწანწალებმა რომლებმაც იმის მაგივრად ეზოები დაალაგონ, ექთნებად იმუშაონ ან მიწა დაამუშაონ, გაყავთ თავიანთი პაწაწუნა შვილები ქუჩაში და ამათხოვრებენ.

კიდევ ცოტახანს გავჩერდები თბილისში, კიდევ რაღაც პერიოდი ვასწავლი ფოტოგრაფიას, ვიცი ამითი რამოდენიმე ადამიანს კიდევ დავაყენებ ფეხზე.

მაგრამ საქართველოდან გაქცევის პროგრამა უკვე ჩართული მაქვს, ასე რომ მაპატიეთ ყველამ .

37 წლის ვხდები და პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში.

მივმართავ ახალგაზრდებს, ისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ენა და მოხიეთ რაც შეიძლება უკეთეს ქვეყნებში.

მთელი დრო სწავლაში დახარჯეთ , ცხოვრება ისედაც მოკლეა და ერთი…“ – წერს მარი ნაკანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS