18 სექტემბერი, 2019
"ჩემი უსაყვარლესი მაზლის მკვლელიც შეუწყალებია პრეზიდენტს…"
ზურაბ ნადირაძე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, მანჩო გიორგობიანის მაზლის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.

მომხდარზე გიორგობიანი შეშფოთებას გამოთქვამს და ოჯახის პოზიციას წერს.

"ჩემი უსაყვარლესი მაზლის , იგივე ჩემი ძმის - სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი - ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს..
1994 წლის 19 იანვარს, სამხატვრო აკადემიასთან, ნადირაძემ , ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ.. ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავდმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ
სუნთქავდა...

ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს , ჩამოიყვანეს , გაასამართლეს , 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება .. რა ვთქვა , არც ვიცი...

ყველა ის ადამიანი, ვინც Salome Zourabichvili დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრისმკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ!
რადგან მთელმა თბილისმა იცის , როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!!
და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!!
ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით და არ აქვს მნიშვნელობა უნამუსო მკვლელი ზურაბ ნადირაძე აღარებს თუ არა!!

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!.

-------------------------------------------------------

ზურაბ ნადირაძის შეწყალება „მთავარ არხს“ ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას.

imedinews-ი ზურაბ ნადირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამასთან, ცნობილია რომ ხვალ, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.

ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოსი ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი." - წერს გიორგობიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS