ამის მიზეზი კი მისი და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ხშირი ერთად გამოჩენა და ფრანგულ რივიერაზე დასვენება გახლავთ.
გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი ამ ზაფხულს საფრანგეთში მეორედ გაემგზავრნენ. წინა ვიზიტის დროს ისინი საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ და დასვენებაც მოახერხეს, ამჯერად კი დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გიორგი ჩიკვაიძის კომპანია გახდა საუკეთესო.
დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, მომღერალმა ნინი ბადურაშვილმაც იმღერა.
ნინის და გიორგის პირველი ერთობლივი
ნინის და გიორგის საფრანგეთში ამჯერად ახლავთ მსახიობი ეკა კახიანიც, რომელიც ქალიშვილთან და მეგობართან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს.
არის თუ არა მეგობრობაზე მეტი ნინის და გიორგის ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუ მათ შორის რომანია, აშკარაა, რომ ეკა კახიანს სასიძო ძალიან მოსწონს.