პატარა ბიჭუნა ქვეყანას გუშინ საღამოს მოევლინა, ის ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს.
თოშამ და ქეთიმ ინსტაგრამზე უკვე გამოაქვეყნეს ერთობლივი სელფი, სადაც ახალნამშობიარები მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
პატარას სახეს მშობლები და არც ბებია, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ჯერ არ აჩენს.
თოშას და ქეთის შარშან ქალიშვილი შეეძინათ. მას კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია.
ქეთი ჟღენტს აქტიური ორსულობა
ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ, კანში სანაპიროზე სთხოვა და მალე დაქორწინდნენ კიდეც.
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ, დავქორწინდებოდით. შემდგომ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა, სიტყვებით: ,,Katie, marry me”, გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“ - ამბობს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ, წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადეს.