„რაც შეეხება ტყუპებს... ერთი ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და დინჯია, ზედმეტად არ გვაწუხებს თინანო. თავისთავს ირთობს. რაც შეეხება მეორეს, ნატატო სულ ხელში უნდა გეჭიროს, თუ არ აიყვან ხელში, აუცილებლად მიიქცევს შენს ყურადღებას. მათი დაბადების შემდეგ, ჩემში შეიცვალა ის, რომ ყოველ ზედმეტ წუთს, ვცდილობ, მათთან გავიქცე და ტყუპებთან ერთად ვიყო“.