გია სურამელაშვილის და მისი დაცვის წევრი გუჩო ბანდერასის ურთიერთობა სულ სხვა ფენომენია. ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლებიც არიან.
გუჩო ბანდერასისა და გია სურამელაშვილის თანამშრომლობა წლების წინ დაიწყო. ბანდერასი სურამელაშვილმა დაცვაში კასტინგის შედეგად აიყვანა და მისი პარაფსიქოლოგის ნანა მამაგულაშვილის რეკომენდაციაც გაითვალისწინა.
თუ თვალს გადაავლებთ, სურამელაშვილის პოსტებს ფეისბუქზე, შეატყობთ, რომ ის თითქოს ცოტა მელანქოლიურ ხასიათზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის
"რეიტინგმა" ეს ამბავი გია სურამელაშვილთან გადაამოწმა.
- ბატონო გია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და გუჩო ბანდერასი დაშორდით, რა მოხდა თქვენ შორის?
- საიდან მოიტანეთ. არ დავშორებულვართ.
- ამბობენ, რომ კონფლიქტი მოგივიდათ და ის სხვა ქვეყანაში წავიდა...
- რას ლაპარაკობთ. რაზე უნდა მოგვსვლოდა კონფლიქტი? ტყუილია ეს ამბავი.
- აბა, რატომ ვეღარ გხედავენ ბანდერასთან ერთად?
- გუჩო მოსკოვშია წასული, მიდის - მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ ალბათ ისევ ჩამოვა და ერთად ვიმუშავებთ. არ გვიჩხუბია.
- ახალი დაცვა აიყვანეთ, თუ ბანდერასს ელოდებით?
- ამ ეტაპზე დაცვა არ მჭირდება.
- რატომ აღარ გჭირდებათ დაცვა?
- სადაც მივდივარ, ყველგან მახვედრებენ დაცვას, ასე რომ პირადი დაცვის აყვანა არ მჭირდება.