10 სექტემბერი, 2019
კანდელაკი ქათამაძეს: ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ – წინდაუხედაობაა
ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, ნინო ქათამაძის მიერ უკრაინული ტელეარხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ქათამაძემ “1+1”-ის ეთერში 8 სექტემბერს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, მას რუსი მსმენელი ძალიან უყვარს.

„განშორება ხანგრძლივი არ იყო. როგორც ჩანს, უკრაინელი და ქართველი მომღერლებისთვის მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ – წინდაუხედაობაა“, – დაწერა კანდელაკმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS