ქართველმა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ უკრაინულ ტელეარხ "1+1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების შეწყვეტის მიუხედავად,“რუსი მსმენელი უყვარს“.
“ეს არის ფაქიზი, ფრთხილი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, არამედ ორ ქვეყანას, ხალხებს შორის ურთიერთობებში.
ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს რუსი მსმენელი“, - განაცხადა ნინო ქათამაძემ.