თაკომ ქორწილში მხოლოდ უახლოესი მეგობრები მიიწვია. მშობლები რესტორანში პატარა ქალიშვილთან, გაბრიელასთან ერთად მივიდნენ. ის ქვეყანას იანვარში მოევლინა.
თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა ქორწილში დუეტიც შეასრულეს. ასევე იმღერა სტეფანემ, ნინი ბადურაშვილმა, სალომე ბაკურაძემ და ქრისტინე იმედაძემ.
საქორწილო წვეულებას ორგანიზება პროდუსერმა ნინი დედალამაზიშვილმა გაუწია.