08 სექტემბერი, 2019
დალი ჩიტალაძის შვილის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
დღეს დილით ვერაზე დალი ჩიტალაძის ვაჟი, ისტორიკოსი ვახო სუთიძე დაჭრეს. როგორც ჩიტალაძემ "რეიტინგს" განუცხადა, უცნობი მამაკაცი სუთიძეს ეკლესიიდან გაჰყვა, სადარბაზოში შეყვა და ცივი იარაღით ბარძაყში დაჭრა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. სუთიძის ახლობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ორი დღის წინ, ის თავს დაესხა სტიქაროსანს.

მომხდართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა
გიორგი გასვიანმა.

"ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით დაკავებულია პიროვნება, რომელმაც ვახო სუთიძე დაჭრა თარხნიშვილის 9 ნომერში. როგორც ირკვევა, ეს პიროვნება არის მაკაკაცი, პირობითი სასჯელით. ისიც იმყოფებოდა ეკლესიაში წირვაზე და აედევნა მალულად დალი ჩიტალაძის შვილს ვახტანგ სუთიძეს, ეკლესიიდან სახლისკენ მომავალს.
პიროვნებას ადრე შემაკავებელი ორდერი დაურღვევია და პირობით მსჯავრს იხდის.

როგორც სჩანს, არც ისე ფსიქიურად დაავადებულია, უფრო დამნაშავეს ჰგავს. ალბათ შსს გააკეთებს განცხადებას.
ვახოს მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა ოპერაცია და მალე პალატაში გადაიყვანენ." - წერს გასვიანი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS