08 სექტემბერი, 2019
ვერაზე დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს
დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს, შემთხვევა დღეს დილით, ვაკეში მოხდა. ვახო სუთიძეს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.

მას ამჯერად ოპერაცია უტარდება. "რეიტინგი" დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა:

- გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია
უტარდება, - განაცხადა დალი ჩიტალაძემ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS