06 სექტემბერი, 2019
ეკა ხოფერიამ შვილს დაბადების დღე საზღვარგარეთ გადაუხადა
ეკა ხოფერია ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე ისვენებს.

მისი ვაჟი, ნიკოლა 10 წლის 10 სექტემბერს შესრულდება, მაგრამ როგორც ტელეწამყვანი წერს, ძალიან უნდოდა, დაბადების დღე სწორედ კრეტაზე გადაეხადა. მშობლებმა, რასაკვირველია, ეს სურვილი აუსრულეს და მხიარული დაბადების დღეც შედგა.

ეკამ ვიდეოები და ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

“about last night !

ის, თუ როგორ დასრულდა გუშინდელი წინასწარი დაბადების დღე ნიკოლკასი
(რამდენიმე დღით ადრე გადმოვიტანეთ, რადგან 10 სექტემბერს კრეტაზე აღარ ვიქნებოდით) ამ მშვიდ და ულამაზეს ადგილზე,
ვერ გაჩვენებთ. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ ამ ვიდეოში მყოფთა უმრავლესობა ტანსაცმლიანად აუზში იყო…) ყველაფერი კი ასე კულტურულად იწყებოდა !"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS