გუშინ პეკინზე სამი წლის ბავშვი უცნობმა ქალმა სახის არეში დაჭრა და მიიმალა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ეს ფაქტი ჩანს. „ფეისბუქზე“ ამ შემთხვევას უამრავი ადამიანი ეხმაურება, მათ შორისაა პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.
„ვერ ვიძინებ… იმ ბავშვის ხმა მესმის თვალს რომ ვხუჭავ… ტრაგედიაა ის, რაც მოხდა და უარესი ტრაგედიაა, ის ხალხი, ვინც იქ დგას და მშვიდად უყურებს… რაის მთავრობა ან რისი პრეზიდენტი… ფარჩაკი ერი ვართ და რისი ღირსიც ვართ, იმაზე უკეთესი გვყავს კიდე… მძულს ჩემი თავის თამადობით ყველა
სახედაკარგული ადამიანი, რომელიც ამაყად დადის ამ ქვეყანში და მხოლოდ საკუთარ ტრ…ზე ფიქრობს… მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს, რომ ცხოვრებას ვუმახინჯებთ 3 წლის ასაკიდანვე??? არ გადავშენდებით კი არა უკვე გადავშენდით და საშველიც არაფერი ჩანს… ერთმანეთი გვძულს და ერთმანეთის ცუდით ვიკვებებით. ალბათ, დიდი ხანი გამყვება ოცნება იმაზე, რომ იქ იმ წამს მანქანით ჩამეარა…
P.S. შეურაცხადიაო, ალბათ, იტყვით, მაგრამ იქ ვინც დგას, ისინი ხო არიან ჯანმრთელები? ისინი ხო არიან ქართველები? 3 წლის ბავშვს რომ ჩეხავს ვიღაც მანიაკი, აბა, წარმოიდგინეთ ნებისმიერ ქვეყანაში რა მოხდებოდა…“