27 აგვისტო, 2019
ვასო ფხაკაძე სამსახურიდან წავიდა
„კომედი შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე სოციალურ ქსელში არხის დატოვებასთან დაკავშირებით წერს:

„16 წელი ვიმუშავე ამ არხზე, ბევრი კარგი რამ მახსენდება. მადლობა ერთგულ მაყურებელს,მიყვარხართ.

სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს“, - წერს მსახიობი.

რუსთავი 2 კომედი შოუს მსახიობმა, თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის.

"რუსთავი 2"-ს სავარაუდოდ დატოვებს ვასო ფხაკაძის მეუღლე, უმშვენიერესი ლიკუნა მეტრეველიც, რომელიც არხზე იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS