26 აგვისტო, 2019
ნიკა გვარამიამ ლიკა ევგენიძეს სამარცხვინო უწოდა - რა რეაქცია აქვს და რა გეგმები აქვს მშვენიერ ტელეწამყვანს
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, ამ ბოლო დროს, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ირგვლივ ტრიალებს.

ცნობილია, რომ არხიდან გაუშვეს მისი წამყვანი სახეები და დანარჩენმა ნაწილმა თავად მიიღო ტელეკომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ისინი მუშაობას ნიკა გვარამიას „მთავარ არხზე“ გააგრძელებენ.
როგორც ცნობილია, გვარამიას “მთავარ არხზე“ ეთერში არ გავა ე.წ. ყვითელი გადაცემები, შესაბამისად, უცნობია, რა ბედი ეწევა რამდენიმე გადაცემას.

გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნინო შუბლაძის კანდი
დატურა განიხილებოდა. ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც მოგვიანებით თავად ნინო შუბლაძეც გამოეხმაურა და კრიტიკოსებს უპასუხა.

პოსტი „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელმა დაალაიქა, რასაც ნიკა გვარამიას გაღიზიანება მოჰყვა.

ერთ-ერთი, ვინც შუბლაძის პოსტი მოიწონა, გახლდათ „სხვა შუადღის“ წამყვანი უმშვენიერესი ლიკა ევგენიძე.

„რეიტინგი“ ლიკა ევგენიძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია გააგრძელებს თუ არა ის „რუსთავი 2“-ზე მუშაობას.
- ჯერ შვებულებაში ვართ, როცა სამსახურში დავბრუნდებით და გუნდი შეიკრიბება, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვი.

Rating

- თქვენ მოიწონეთ ნინო შუბლაძის პოსტი, რის გამოც „რ2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მკაცრად გაგაკრიტიკათ, რას უპასუხებთ მას?
- საერთოდ არაფერს არ ვუპასუხებ, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია უკვე დატოვა „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა. არხზე დარჩენას არ აპირებს არც ბაია დვალიშვილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS