22 აგვისტო, 2019
ნუკი კოშკელიშვილის დაპირებული დიეტის რეცეპტი - "თუ მართლა გინდათ დაკლება, სცადეთ"
ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა თავის "ინსტაგრამზე" დააანონსა, რომ გამომწერებს გაუმხელდა, როგორ მიაღწია სასურველ ნიშნულს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნუკიმ მასაჟებსა და ცელულიტის მოყინვის პროცედურასაც მიმართა.
მოდელმა ქალბატონებს ურჩია კონკრეტული პიროვნებაც, ვინც მას სპეციალური რაციონი შეურჩია. ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქალბატონები თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაარკვევენ, რომელი რაციონი სჭირდებათ.
აქვე აღნიშნა ისიც, რომ წონაში დასაკლებად მისი მეუღლეც მივიდა, რომელსაც განსხვავებული რაციონი დაუნიშნეს, რადგან ანალიზების მიხედვით, ბევრი რამ განისაზღვრება.

აი, რას წერს ნუკი,
ამავდროულად
თავის რეცეპტს გვიმხელს, რომელიც გამოსცადა და წარმატებით დაიკლო.

"პირდაპირ გეუბნებით, სასწაულები არ ხდება, უნდა მართლა გქონდეს ნებისყოფა, რომ შედეგი მიიღო. მე ყველა დიეტა ვცადე რაც კი არსებობს და არაფერს მაძლევდა.
მივედი დიეტოლოგთან და მას შემდეგ დაიძრა ჩემი საქმე. თავიდან ადვილია მერე უფრო და უფრო რთულდება. მე კიდევ ძალიან მაგრად მომიხდა ეს მოყინვა და ანტიცელულიტური მასაჟი. მე საერთოდ ძალიან თონთლო ვარ წელს ქვემოთ და ცელულიტიანი, ხოდა ამ მასაჟებმა ამილაგა ყველაფერი.
დაგიწერთ მე რა დამიწერა ლაშამ და თუ გინდათ დაიცავით, თუმცა გირჩევთ მიხვიდეთ და თქვენთვის პერსონალურ პროგრამას შეგირჩევთ".

პირველი ათი დღე:
დილას
10 სთზე 100 გ. ხაჭო + 150 გრ ხილი
1 საათზე ერთი კვერცხი+ ყველი + 200 გრ ბოსტნეული
4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გრ + ბოსტნეულის სუპი
7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი
9 საათზე 300 გრ კეფირი
ყველაფერი უმარილოდ და უშაქროთ. - ეს პირველი 10 დღე


მერე
10- 1 ც იოგურტი
13- 300 გრ ხილი
16- 150 გრ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი
19- 250 გრ ბოსტნეულის სალათი
21- 300 მლ კეფირი
ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი - ეს შემდეგი 10 დღე გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გურამი
სუფთა ფუფალა ხარ,დავიღალეთ შენი ყურებით
14:21 / 24-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS