20 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-მა Monument-ს მეორედ უმასპინძლა.
ბელგიურ ჯგუფს Oscar & the wolf-ს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი, სახელწოდებით You’re mine, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.
ელექტრო პოპის, დრიმ პოპისა და ინდი
საინტერესოა ისიც, რომ უამრავ ქვეყანას შორის ბელგიურ ჯგუფს ყველაზე დიდი ფან-ბაზა თურქეთში ჰყავს. ამის შესახებ სოლისტმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა. Oscar & the wolf-ის ტურნეს ბილეთები თურქეთში ორიოდე კვირაში გაიყიდა, თუმცა მელომანების გარდა ახალგაზრდა მუსიკოსს კიდევ უფრო მაღალი კლასის მსმენელები ჰყავს. მათ შორისაა ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.
როგორც Monument-ის დამფუძნებელმა გიორგი კვაშილავამ აღნიშნა:
„მცირე პაუზის შემდეგ Monument-ის გუნდი აგრძელებს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო ღონისძიებისთვის სამუშაო საქმიანობას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს დაბადების დღეზე, 12 ოქტომბერს, Monument-ის ეგიდით საქართველოში ჩვენთვის სიმბოლური არტისტი Oscar & the wolf ჩამოვა. ბელგიელი ჯგუფი, რომელიც საქართველოს შარშან სწორედ 12 ოქტომბერს ეწვია და ქართველი მსმენლისგან დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურა. ვფიქრობთ, მელომანებს წინ ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული ელით. “
MONUMENT Events არის თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერია. საფესტივალო ნიშას წარმოადგენს გუნდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების უნიკალურობა, რასაც განსაზღვრავს მათი მასშტაბურობა, ხარისხი და ჟანრობრივი სხვაობა. MONUMENT Events ორიენტირებულია ცოცხალ ელექტრონულ მუსიკაზე და მის ცოცხლად შესრულებაზე. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ეწვია რამდენიმე, მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავლენიანი არტისტი. კომპანიის მიზანი, საქართველოში, ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკონცერტო კულტურის განვითარებაა.