20 აგვისტო, 2019
"ეს არის მარაზმი, ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული" - ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მისი ცოლის ძმის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი.

“წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით, საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო. მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება,” – აღნიშნა ვაკო ყაზაიშვილმა.

მისი მეუღლე გვანცა ნიშნიანიძის ვიდეომიმართვაში კი ნათქვამია, რომ მის ძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი ის გამართლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
აი ასე...
1000 ,,ხეზე,, გადამხტარის ,,ვიდი,, აქვს.
10:34 / 22-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS