25 მარტი, 2014
ნიკუშა შენგელაიას ცოლი დალი ჩიტალაძეს აკრიტიკებს...
ცოტა ქვემოთ კი დალის მუსიკალურ განათლებასაც ახსენებენ, რასაც ეკა შემდეგნაირად პასუხობს ყოველ ორშაბათს შოუ ''ორი ვარსკვლავი'' განხილვის საგანი ხდება... ზოგი არაპროფესიონალი მომღერლების თავმოყვარეობაზე საუბრით იქცევს თავს, ზოგი კი მათ გამართლებას ცდილობს და არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მონაწილეები სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან და არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ კარგად მღეროდეს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შოუსთან დაკავშირებით ცნობილი სახეებიც არ ერიდებიან პოზიციის ღიად დაფიქისირებას... კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან როგორც მონაწილები, ასევე ჟიურის წევრები.

თეონა კონტრიძემ გუშინდელ შოუშიც არ
უღალატა საკუთარ ''ზრდილობას'' და დუტას შუა თითი მაშინ აჩვენა, როცა წამყვანმა მის მიერ დაწერილ ქულას კომენტარი გაუკეთა, აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ შოუს მიმდინარეობის დროს ზურა ყიფშიძე და ინგა გრიგოლია ერთმანეთს ღილიმით ეკინკლავებოდნენ, ბოლოს ზურა ყიფშიძემ ისიც კი თქვა, რომ მისი დანახვა აღარ უნდოდა ჟიურიში.

Rating

ჟიურის საკითხი ცოტა ხანს შევაჩეროთ, რადგან ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ნიკუშა შენგელაიას მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის, სტატუსზე: - ''მე ვუმესიჯებ დალის და ტუის :)))))) დიდხანს ვიცინებთ :)))'' - წერს ეკა.  ტუიში ეკამ ვახტანგ რჩეულიშვილი იგულისხმა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ შოუს დაწყების წინ და თითქმის ყველა ტურში დალი მაყურებელს ყოველთვის ახსენებს, რომ კონსერვატორიაში სწავლობდა, რის გამოც, მის მიმართ საზოგადოებას უფრო დიდი მუსიკალური მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ იმედები აშკარად გაუცრუვდა და ამას ჟიურის შეფასებაც მოწმობს.

ახლა ისევ სტატუსს მივუბრუნდეთ, რომლის ქვემოთ ეკას პოსტზე არანაკლებ საინტერესო კომენტარები წავიკითხეთ. ერთ-ერთ მათგანში ეკა დალის არც თუ ისე კორექტულად მოიხსენიებს და წერს -

''რუსო, ტუი მართლა სასაცილო მაინცაა და ეს რაში წერია ვერ გავიგე''. ცოტა ქვემოთ კი დალის მუსიკალურ განათლებასაც ახსენებენ, რასაც ეკა შემდეგნაირად პასუხობს, ''კომპოზიტორი მხოლოდ ჩაცმაზე ჩალიჩობს'', იქვე დალის ფეხების დამალვასაც ურჩევენ, მოკლედ, აშკარაა, რომ ეს გასართობი შოუ დაპირისპირების ''კარგ'' საშუალებად იქცა....

ამ კომენტარებს დალი ჩიტალაძის მოგვარე და სავარაუდოდ ნათესავი, ვინმე დიანა ჩიტალაძე გამოეხმაურა, რომელიც თავადაც უკმაყოფილოა დალის ვოკლაური მონაცემებით და სურვილი აქვს რომ ანრის და დალის წყვილმა პროექტი დატოვოს, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა..

თეკლა ჟვანია
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
საპი
დალი მართლაც რომ მშვენიერი ქალია. სიმღერის კი რა მოგახსენოთ...... თან რა მაგრად უმესიჯებენ. ესაა ქართველი კაცი, კაცი რომელიც არასწორად აფასებს ყველაფერს.
17:20 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩიტალაშვილი
ეხ დალი, დალი, შენ მოგხვდა გრძელი და მრგვალი.
17:17 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დაგვაყრუა დალიმ,მაგარი უსმენოააა.რა საშინელებაა.
15:08 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
მართლა ვერ მღერის ეს ქალი.მაგის ადგილას გასაღადავებლად არც მივიდოდი ამ შოუში....ვერც ეგ და ვერც ღვინიაშვილი ვერ მღერიან.დანარჩენებს არა უშავთ..:))
15:07 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
კონსერვატორია?!სასაცილოა!ამხელა ქალი. ნუთუ ვერ ხვდება თავის შესაძლებლობებს?!სიმღერის ნაცვლად ...ლაპარაკობს....
13:06 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიაკო
ჩიტალაძემ უნდა დამალოს კონსერვატორიაში რომ სწავლობდა, რადგან ძალიან უსუფთაოდ მღერის. საინტერესოა, მისაღებ გამოცდაზე სოლფეჯიოზე კარნახი როგორ დაწერა, საშუალო სმენაც კი არ ჰქონია. არადა, მაშინ ძალიან რთული იყო კონსერვატორიაში მოხვედრა. რაც შეეხება მის ფეხებს, ბოლო გამოსვლის დროს მართლაც შესანიშნავი ფეხსაცმელი და კაბა ეცვა და ფეხებიც ლამაზი უჩანდა (მანამდე არ მომწონდა მისი ჩაცმულობა ამ კონკურსზე).
11:09 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
რას ერჩით, მარტალია ეს გოგო :) ისე საერთოდ რას წარმოადგენს ეს დალი ჩიტალაძე?
10:04 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS