25 მარტი, 2014
ნიკუშა შენგელაიას ცოლი დალი ჩიტალაძეს აკრიტიკებს...
ცოტა ქვემოთ კი დალის მუსიკალურ განათლებასაც ახსენებენ, რასაც ეკა შემდეგნაირად პასუხობს ყოველ ორშაბათს შოუ ''ორი ვარსკვლავი'' განხილვის საგანი ხდება... ზოგი არაპროფესიონალი მომღერლების თავმოყვარეობაზე საუბრით იქცევს თავს, ზოგი კი მათ გამართლებას ცდილობს და არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მონაწილეები სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან და არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ კარგად მღეროდეს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, შოუსთან დაკავშირებით ცნობილი სახეებიც არ ერიდებიან პოზიციის ღიად დაფიქისირებას... კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან როგორც მონაწილები, ასევე ჟიურის წევრები.

თეონა კონტრიძემ გუშინდელ შოუშიც არ
უღალატა საკუთარ ''ზრდილობას'' და დუტას შუა თითი მაშინ აჩვენა, როცა წამყვანმა მის მიერ დაწერილ ქულას კომენტარი გაუკეთა, აღარფერს ვამბობ იმაზე, რომ შოუს მიმდინარეობის დროს ზურა ყიფშიძე და ინგა გრიგოლია ერთმანეთს ღილიმით ეკინკლავებოდნენ, ბოლოს ზურა ყიფშიძემ ისიც კი თქვა, რომ მისი დანახვა აღარ უნდოდა ჟიურიში.

Rating

ჟიურის საკითხი ცოტა ხანს შევაჩეროთ, რადგან ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ნიკუშა შენგელაიას მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის, სტატუსზე: - ''მე ვუმესიჯებ დალის და ტუის :)))))) დიდხანს ვიცინებთ :)))'' - წერს ეკა.  ტუიში ეკამ ვახტანგ რჩეულიშვილი იგულისხმა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ შოუს დაწყების წინ და თითქმის ყველა ტურში დალი მაყურებელს ყოველთვის ახსენებს, რომ კონსერვატორიაში სწავლობდა, რის გამოც, მის მიმართ საზოგადოებას უფრო დიდი მუსიკალური მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ იმედები აშკარად გაუცრუვდა და ამას ჟიურის შეფასებაც მოწმობს.

ახლა ისევ სტატუსს მივუბრუნდეთ, რომლის ქვემოთ ეკას პოსტზე არანაკლებ საინტერესო კომენტარები წავიკითხეთ. ერთ-ერთ მათგანში ეკა დალის არც თუ ისე კორექტულად მოიხსენიებს და წერს -

''რუსო, ტუი მართლა სასაცილო მაინცაა და ეს რაში წერია ვერ გავიგე''. ცოტა ქვემოთ კი დალის მუსიკალურ განათლებასაც ახსენებენ, რასაც ეკა შემდეგნაირად პასუხობს, ''კომპოზიტორი მხოლოდ ჩაცმაზე ჩალიჩობს'', იქვე დალის ფეხების დამალვასაც ურჩევენ, მოკლედ, აშკარაა, რომ ეს გასართობი შოუ დაპირისპირების ''კარგ'' საშუალებად იქცა....

ამ კომენტარებს დალი ჩიტალაძის მოგვარე და სავარაუდოდ ნათესავი, ვინმე დიანა ჩიტალაძე გამოეხმაურა, რომელიც თავადაც უკმაყოფილოა დალის ვოკლაური მონაცემებით და სურვილი აქვს რომ ანრის და დალის წყვილმა პროექტი დატოვოს, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა..

თეკლა ჟვანია
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
როზი
დღეს დალიმ საკუთარ ცხოვრებას უმღერა
01:34 / 15-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბეტო
დარჩნენ როზის მუშები მშივრებიიი
00:49 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბეტო
დარჩნენ მუშები მშივრებიიიიიი
00:45 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
როზი
დალი ანუ ქართველი ანა დელ;ლა რუსო არც მოდის სფეროში უქნია ღმერთს და სიმღერა ხო საერთოდ, თავი გაიბანძა.
22:06 / 28-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
როდის მიხვდებით, რომ ჩექმა მეჩექმემ უნდა შეკეროს, მიტომ აღარ არის არც ერთ სფეროში პროფესიონალი.ცხოვრებაც ერთ დიდ უნიჭო შოუდ გადააქციეთ, აღარ არსებობს ქვეყნის განათლებული ნაწილი,- ,ღირსება სად დაკარგეთ, ბატონებო?,უძაღლო ქვეყანაში კატები ჩხავიან,,
16:23 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS