19 აგვისტო, 2019
ქეთა თოფურია ქმართან შერიგებაზე და გუფისთან დაშორებაზე ალაპარაკდა
ქეთა თოფურიას შესახებ ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება, ამიტომ დროდადრო თავადვე თანხმდება ინტერვიუებზე და აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს ხოლმე.  ქეთამ გულახდილად უპასუხა შოუს წამყვანისა და ასევე უცნობი ადამიანების შეკითხვებს.

გუფთან დაშორების შესახებ აღნიშნა, რომ თავად არ სურდა ამაზე კომენტარის გაკეთება.
- პირადი პირადად უნდა დარჩეს. რატომ დავშორდით? იმიტომ, რომ სხვადასხვა ცხოვრების წესი გვაქვს. ბევრჯერ ვეცადეთ, რაღაც
საერთო გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. თუმცა, მე ის ძალიან მიყვარდა...

ქეთის თქმით, ყოფილ ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თანაც, მასთან
დაშორების მიზეზი სულაც არ ყოფილა გუფი. ისინი მანამდე დაშორდნენ ერთმანეთს.

- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვეცადეთ თავის დროზე ქორწინების აღდგენას, მაგრამ არ გამოგვივიდა, ეს ის აღარ იყო. როცა ქმარს დავშორდი, არც მაშინ გამიკეთებია კომენტარი, მერე კი გუფზე დაიწყეს საუბარი. ეგონათ, მის გამო დავშორდით. არადა ჩვენ უკვე დიდი ხანი არ ვცხოვრობდით ერთად. ცუდად არც დავშორებივარ ლევს, და ახლაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS