18 აგვისტო, 2019
ვიქტორია კოჩეროვა დედა გახდა
"მის საქართველო 2016", ვიქტორია კოჩეროვა, ხმაურიან ცხოვრებას მიჩვეული არ არის, მას არც ინტერვიუები ხიბლავს და ცდილობს,  ყვითელი პრესის ფურცლებზეც არ მოხვდეს.

აშკარაა, რომ კოჩეროვას ეს კარგად გამოსდის, ერთი წლის წინ ის გათხოვდა. ვიქტორიას ქმარი ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი ლევან კინწურაშვილია.

ექსკლუზივი: ქართველი ირინა შეიკი მაღალჩინოსანზე დაქორწინდა - ინტერვიუ ვიქტორია კოჩეროვასთან

ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა უმშვენიერესი მოდელი პირველად "მის საქართველოს" კონკურსზე ნახა, შემდეგ კი ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაგრძელდა და წყვილმა იქორწინა.

ვიქტორიასა და ლევანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მათ ქალიშვილი შეეძინათ. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS