18 აგვისტო, 2019
"კამერების ჩანაწერები ამოიღეთ და ნახეთ..." - რას ამბობს ია ფარულავა მის გარშემო ატეხილ სკანდალზე
მსახიობი ია ფარულავა გუშინ ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანება იმ ვიდეომ გამოიწვია, რომელიც ია ფარულავამ სოციალურ ქსელში თავად დადო.

ია ფარულავამ კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში მოგვიანებით უპასუხა: "ქებაც არ მაღელვებს და არც გინება აცრილი ვარ კარგა ხანია ... იმ საწყალ ქალს რომელი ერთი აქცევთ ყურადღებას ან ფულს ჩუქნით ან ყურადღებას ...შესვლისას მეძგერა შემაშინა..გამოსვლას კი რაც იხილეთ ის იყო ....ხო ფული არ მიჩქუნია...ახლა კამერების ჩანაწერები ამიოღეთ და ნახეთ....არც მაქოთ და არც მაგინოთ ....მკიდია".

ია ფარულავას პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანების მხრიდან.

ნინო ნადირაძე: მაგ ქალმა უშვერი სიტყვებით მლანძღა ბოლო ხმით, როგორ მაკადრე ორლარიანი, ვიცი ვინც ხარო, ანრი ცემა საერთოდ! კინაღამ პოლიციას დავუძახე!

ანრი ჯოხაძე: მაგ ქალს ისეთი ნაცემი ვყავარ გახსენებაც მზარავს .

ია ფარულავა: აქ არავინ აქცევს ყურადღებას იმას რაც დავწერე ქალი თავს დამესხა ყმუილით შესვლისას !!!! დაინახეთ ეს სურათი და ჩემი რეაქცია თუ შეიძლება....და მერე ნუ მამტყუნებთ ...პირველი ეპიზოდია აქ მთავარი და არა ეს ბოლო ...


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS