ამ ზაფხულს დასასვენებლად ყირიმის სანაპიროზე ან სოჭში და ბაიკალის ტბაზე წავიდნენ, ევროკურორტებს კი ბოიკოტი გამოუცხადონ
ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი მიხეილ ხუბუტია, "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი რუს ჩინოვნიკებს, ბიზნესმენებს, საშუალო ფენის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავს ევროპასა და ამერიკის მდიდრულ კურორტებზე დასვენების უფლებას აძლევს, ურჩევს, ამ ზაფხულს დასასვენებლად ყირიმის სანაპიროზე ან სოჭში და ბაიკალის ტბაზე წავიდნენ, ევროკურორტებს კი ბოიკოტი გამოუცხადონ.
მისი აზრით, ასეთი უნდა იყოს დასავლეთის სანქციებზე საპასუხო რეაქცია. ხუბუტია ევროპელებსაც მიმართავს: "როცა ამბობთ, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს დასავლეთის
სერიოზული პოზიცია, მე, რომელიც აქამდე ყოველწლიურად იტალიაში, სარდინიაზე ვისვენებდი, მიჩნდება სურვილი, მოგმართოთ: უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ რუსი კლიენტები თქვენთან აღარ ჩამოვალთ? ვფიქრობ, ეს საგრძნობი დანაკლისი იქნება".