09 აგვისტო, 2019
განო მელითაურმა მეოთხე შვილი გააჩინა - ვინ არის რეჟისორის რჩეული
რეჟისორი განო მელითაური, წლების წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მისი მეუღლე მსახიობი კოტე თოლორდავა გულის შეტევით გარდაიცვალა. კოტეს გარდაცვალებისას განო ორსულად იყო, წყვილის მესამე შვილიმ ლოლიტა კი, მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას და განო სამ შვილს დამოუკიდებლად ზრდის.

Rating
"ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს" - განო მელითაურის ემოციური პოსტი კოტე თოლორდავას

განოს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ სიახლე მოხდა. ის დაოჯახდა და მეოთხე შვილის დედა გახდა. მას და მის რჩეულს კახა გაგნიძეს ვაჟი შეეძინათ. პატარას მშობლებმა რენე დაარქვეს.


Rating

„რეიტინგი“ შეეცადა განოსთან პირად ცხოვრებაზე ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ მას პირადზე პრესასთან
საუბარი არ სურს.

„გვერდით მყავს ღირსეული ადამიანი და თავს ჩვენს შვილებთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობთ“ - განაცხადა განომ.

Rating

როგორც „რეიტინგისთვის“ გახდა ცნობილი, განოს და კახა გაგნიძეს საერთო საქმეც აკავშირებთ. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ განოს და კახას შვილებს, როგორც ერთმანეთთან, ასევე მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

მათ სულ ცოტა ხნის წინ ინოვაციური საწარმო „კომბინიზონა“ შექმნეს, რომელსაც ანალოგი ამიერკავკასიაში არ ჰყავს.

RatingRatingRatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ლია
სულ ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა!!!
10:56 / 12-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Teo
გამიკვირდა....თუმცა ამ ქვეყანაში აღარაფერია საკვირველი
10:46 / 12-08-2019
გამოხმაურება / 0 /
nikifore
აუფ, ამ გოგომ გადაგვიყოლა თავისი გლოვით და განცდებით და ჰაი ჰუი და თურმე უკვე ბოვშიც მოუსწრია:))) პიარისთვის ხალხი რას არარ კადრულობს მოკლედ...
15:08 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
კაცს უნებურად, გალაკტიონის უკვდავი ქმნილება "მესაფლავე" გაგახსენდება და კიდევ, მიხა ხელაშვილის სტროფები:
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე, გიმღერდენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, და მე საფლავში ვლპებოდე. ნეტავი, ჩემო სახელო, დიდხანამც იხსენებოდე, ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე. შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე, სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გათხოვდებოდე... ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა? ამასა ვფიქრობ და გულიცა ამასვე ანამდვილებსა. დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა, ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაახლინებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა, მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა, ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა, დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა. პ.ს.: რობოტი არა ვარ, მაგრამ ამ ნახატების დამდებს მაგრად აჟუილებს, თან აღარ თავდება 3-4-ს გავსებინებს!
13:55 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
მაკა
წარმატებები განოს.ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას,თუმცა მეგონა რომ კოტეს ერთგულ ქვრივად დარჩებოდა.
12:19 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
კაცს უნებურად, გალაკტიონის უკვდავი ქმნილება "მესაფლავე" გაგახსენდება და კიდევ, მიხა ხელაშვილის სტროფები:
"ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე, გიმღერდენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, და მე საფლავში ვლპებოდე. ნეტავი, ჩემო სახელო, დიდხანამც იხსენებოდე, ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე. შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე, სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გათხოვდებოდე... ერთ ეგეც უნდა ვიკითხო, ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა? ამასა ვფიქრობ და გულიცა ამასვე ანამდვილებსა. დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა, ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაახლინებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა, მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა, ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა, დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა."
10:32 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
დალი
ყოჩაღ განო. სამ შვილს მამა და პატრონობა უნდათ. მეოთხეც შეძენიათ. მაგარი გოგო ხარ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს მაგ ღვთისნიერ(ეტყობა) ადამიანთან ერთად.
08:51 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
მესაფლავე
ამ წამს გადავავლე თვალი " მესაფლავეს"... ამათზე დაუწერია გალაკტიონს... :)
03:30 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ინგა
როგორი კარგი უნდა იყო, რომ მამაკაცმა სამი შვილით შეგიყვაროს...გამიხარდა...ოთხივე ბავშვი კალმით ნახატი...უფალი შეეწევათ...
01:58 / 10-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ჯერ გალაკტიონის "მესაფლავე" გამახსენდა . . .
. . . მერე მიხო ხელაშვილი: "ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაახლინებსა."
23:18 / 09-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS