25 მარტი, 2014
ნიკო ბერიძე გაბრაზებულია - ''ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო ჩვენს მიმართ''
მათ კომენტარი უნდა გააკეთონ ვთქვათ ვახტანგ რჩეულიშვილზე და სხვა არამომღერალ მონაწილეებზე გუშინ, ''ორი ვარსკვლავის'' მეორე ტური ნინო გაჩეჩილაძის და ნიკო ბერიძის წყვილმა დატოვა. ''ნურაფერი გაგიკვირდებათ მეგობრებო, ეს საქართველოა. ყველაზე მეტი პარადოქსები აქ ხდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ''- ასე გამოეხმაურა პროექტის დატოვებას ნინო გაჩეჩილაძე. ნიკო ბერიძე კი ფიქრობს, რომ პროექტის ჟიური არაკომპეტენტურია და მათმა დუეტმა დაუმსახურებელი შეფასებები მიიღო.

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ გავვარდებოდით. გული დამწყდა. პირველ რიგში ნინო არ იყო ღირსი, რომ დაგვეტოვებინა პროექტი.
- თქვენი ნამღერი მოგეწონა?
- ნომრით კმაყოფილი ვარ. ჟიურის კომენტარს, რომ დუეტი ვერ შედგა, არ ვეთანხმები. რქებით გავიტან ჩემს სიმართლეს და მათ ბოლომდე შევედავები. პროექტი რომ დავტოვეთ ჩემს თავზე გული დიდად არ დამწყდა, იმიტომ რომ მე სხვაგან ვარ და ეგ პროექტი კიდევ სხვაგან დაფრინავს. ვისთანაც მიმღერია კონკურსებში ყველამ მოიგო და ვამბობდი, ნინოსაც უნდა მოვაგებინო-მეთქი. როდესაც ვნახე, რომ ნინოს მაინცდამაინც არ უნერვიულია, გულზე მომეშვა.
- არ ხარ ''ორი ვარსკვლავით'' კმაყოფილი?
- პროექტით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი გუნდია. მაგრამ… არც ვიცი, როგორ აგიხსნათ ჩემი ნათქვამი (იცინის)
- რასაც ფიქრობ, ის გვითხარი. პროექტს ბევრი აკრიტიკებს. ამბობენ, ისეთი წყვილები დარჩნენ, ვინც ვერ მღერიან და ისეთებმა დატოვეს, ვინც კარგად მღეროდაო.
- ეს მათი სუბიეტური აზრია… ნუ მოკლედ, თეონა კონტრიძემ რომ მითხრა, როკში იმღერეო, მისი მხრიდან კომპლიმენტი არ ყოფილა, მაგრამ, მე კომპლიმენტად მივიღე და ძალიან გამიხარდა. ყველა სიმღერას სწორი აღქმა სჭირდება. ჩემს ჟანრში ვინც მოღვაწეობს ასეთ პროექტებში არ გადიან ხოლმე. ამიტომ ვამბობ, მე სხვაგან ვარ და ეს პროექტი სხვაგან არის-მეთქი.
- როგორც ვხვდები, თეონა კონტრიძეზე ხარ ნაწყენი.
- ნაწყენი არავისზე არ ვარ. უბრალოდ ყოველთვის სჯობია, შენ რაც ხარ, ის იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას გეტყვის. რაც არ უნდა გითხრან, ყოველთვის ის უნდა გააკეთო, რასაც სწორად თვლი და ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგო.
- პროექტის დატოვების შემდეგ ვის უგულშემატკივრებ? ვინ იმსახურებს მოგებას?
- ეს ძალიან რთული კითხვაა. ჩემი მეგობრები არიან გიორგი ჩიქოვანი და ლევან ჯავახიშვილი და ამ ორ მონაწილეს ვგულშემატკივრობ.
- ფიქრობ, მოგების შანსები მათ აქვთ?
- ამ შოუში არავის არ აქვს არაფრის შანსი. შოუა და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაინც ვიტყგვი, რომ ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო ჩვენ მიმართ. ხანდახან ისეთ კომენტარს ამბობდნენ, რაც არ გვეკუთვნოდა. მომღერლებს არ უნდა შეგვხებოდნენ. მომღერლის შეფასებას ეს შოუ არანაირად არ ითვალისწინებს. გიორგი ჩიქოვანზე და ანი კეკუაზეც გააკეთეს ცუდი კომენტარი… როგორი დეტონაციებიც არ უნდა ყოფილიყო, მათ ნამღერში, ეს არ უნდა ეთქვათ, ''ორი ვარსკვლავი'' არაპროფესიონალების კონკურსია და ისინი უნდა შეაფასო. მათ კომენტარი უნდა გააკეთონ ვთქვათ ვახტანგ რჩეულიშვილზე და სხვა არამომღერალ მონაწილეებზე.
- ჟიურის შეფასების შემდეგ ნინოს რაღაც გადაულაპარაკე. გაგვიმხელ რა უთხარი?
- ვუთხარი, ძალიან მაგარი ხარ-მეთქი.
- რა გეგმები გაქვს? კონკურსებში მონაწილეობას კიდევ მიიღებ?
- ''ორი ვარსკვლავის'' მსგავს გასართობ კონკურსებში მონაწილეობაზე აუცილებლად დავთანხმდები. ბევრი გეგმა მაქვს. უახლოეს მომავალში მე და გიორგი ჩიქოვანი ჩვენს სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვგეგმავთ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნინა
ანრის გავარდნა ნამდვილად არ გამიხარდება მაგრამ, ნიკო და ნინო კი არა სხვები უფრო იყვნენ გასაგდები. ისე ანრიმ სად მოძებნა ეს ქალი
21:49 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ზურა ყიფშიძე ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ ჟიურიში არის 0.რა ციფრსაც აწევს ნინიძე იმ ციფრს აწევს ზურაც.არცერთი ჟიურის წევრი არ მომწონს. ყველას ისევ ინგა ჯობდა.დარწმუნებული ვარ ინგა რომ ყოფილიყო ჟიურიში ყველაზე ობიექტური ის იქნებოდა
21:45 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
როცა ერთი ნომრიდან მიიღება მხოლოდ ერთი ხმა მაშინ ვილაპარაკოთ ხალხის არჩევანზე.მანამდე ყველაფერი უაზრობაა.ჩიტალაძეზე და ღვინიაშვილზე ვერც ვერთობი,აი რჩეულიშვილზე მართლა იხალისებ.
23:35 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
lado
msgavsi usamartloba didi xania ar minaxavs gansakutrebit kontride dalian agresiulad iyo am wyvilis mimart ganwyobili tavidanve, rogor sheidleba rcheulishvilis da chitaladis usmeno namgeric da amati kargi namgeri ertnairi qulebit sheafaso martla dalian arakompetenturi xalxi zis jiurishi. nacnob megobrobit da piradi simpatiebit afasebdit konkursantebs da ara simgerit faqti saxezea. tumca araushavs niko guldasawyvetad ar girs eg shou.
19:18 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
აშკარად ძალიან უსამართლოდ მოგექცათ ჟიური შენ და ნინოს, ნიკო თავიდანვე ცუდად ამოგიჩემეს. მაგრამ გული არ გაიტეხოთ თქვენ მაინც ძალიან მაგრები ხართ ლევან ჯავახიშვილის წყვილთან ერთად თქვენი წყვილი იყო ძალიან კარგი ვინც მართლა მღეროდით დანარჩენები ბოდიში და ბღავიან მე ამას სიმღერას ვერ დავარქმევ. ეგ ისედაც ბანძი შოუ იყო დასხდნენ ეხლა და უსმინონ ყროყინა რჩეულიშვილს და ჩიტალაძეს თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ არც შენ და არც ნინომ არ ღირს ეგ ბანძი შოუ სანერვიულოდ.
19:11 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
აბსოლუტურად მართალი ხარ ნიკო,თქვენ ყველაზე მაგრები იყავით და ყველაზე ღირსეულად დატოვეთ შოუ! უყურეთ ეხლა რჩეულიშვილის და ბერიშვილის ტინგიცს!
16:54 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS