მომღერალმა ქართველ მსმენელს როგორც ძველი, ასევე საკუთარი უახლესი ჰიტები შესთავაზა.
ცნობილმა არტისტმა "ინსტაგრამზე" თავის "ფოლოვერებს" გაუზიარა ემოციები კონცერტის შემდეგ და ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა:
"ენერგია იყო გიჟური!!! ჩემი პირველი შოუ საქართველოში და ბილეთები მთლიანად გაიყიდა! თქვენ სავსე იყავით სიყვარულით! მადლობა! მადლობა! მადლობა!" - ვკითხულობთ ბრიტანელი მომღერლის "ინსტაგრამის" გვერდზე.
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე Jessie J-ის კონცერტზე ყველა ონლაინ ბილეთი გაიყიდა.
კონცერტამდე მომღერალმა სასტუმრო
Jessie J საქართველოთი აღფრთოვანებულია, რაც მისი სთორებიდან შესამჩნევად ჩანს. რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს, ბრიტანელი მომღერალი ქართველ მსმენელთან აქტიურ კონტაქტში იყო და მათთან ერთად მღეროდა, რაც შოუს კიდევ უფრო მეტად ემოციურს ხდიდა.
ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტს სოციალურ ქსელში არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა და მსმენელმა დაუვიწყარი შოუ ერთობლივად შექმნა.
"მადლობა ამ საღამოსთვის", "მადლობა ჩემი ოცნების ახდენისთვის", "აუღწერელი ემოცია", - წერენ კომენტარებში.
Black Sea Arena-ს დირექტორმა ტატო ხარჩილავამ კონცერტის დასრულების შემდეგ მედიას გაუმხილა დეტალები მომღერლის ვიზიტთან დაკავშირებით:
"კონცერტი ძალიან ემოციური იყო. ეს ყველაფერი ერთობლივად შედგა - არტისტისა და მაყურებლის სინქრონით. სულ ვამბობ, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებით ემოციურად ხვდება კონცერტებს.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა თემაზე, მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვას ისურვებდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები Black Sea Arena-ს სცენაზე. კენჭისყრაში წარმოდგენილი იყვნენ მერაია კერი, უილ სმიტი, კაილი მინოუგი, Sade, Sting, Depeche Mode, Moby, Earth, Wind and Fire, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და Jessie J.
Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.